„უმართან დეკემბერში ბრძოლა ნამდვილად შემომთავაზეს, მაგრამ...“ - მერაბ დვალიშვილი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა და ახსნა მიზეზები, თუ რატომ არ სურს წარმოშობით დაღესტნელ მებრძოლთან დეკემბერში ჩხუბი.
რას ამბობს „მანქანა“:
„დიახ, UFC-იმ ნამდვილად შემომთავაზა უმართან ბრძოლა დეკემბერში, მე კი ვუპასუხე, რომ ამისთვის მზად თებერვალში, ან მარტში ვიქნები. ახლა უმარი ისევ იბრძვის, მე კი იანვარში ვერ ვიბრძოლებ, რადგან ახალი წელი და შობა იქნება. გარკვეული დრო დამჭირდება. ყველაზე მეტად თებერვალი და მარტი მაწყობს“.
ცნობისთვის, ახლა მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში იმყოფება, სადაც 26 ოქტომბერს ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლას დაესწრება.
ქართველმა „მანქანამ“ ჩემპიონის ქამარი 15 სექტემბერს, UFC 306-ზე მოიგო. მერაბმა სატიტულო ბრძოლაში შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.