კურტუაც ტრავმირებულია - რეალი კლასიკოს დანაკარგით ხვდება
მადრიდის „რეალის“ ბელგიელი მეკარე, ტიბო კურტუა ტრავმირებულია - ინფორმაცია ამის შესახებ სამეფო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ტიბო კურტუასთვის ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მას მარცხენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აქვს“, - აღნიშნულია კლუბის სამედიცინო სამსახურის განცხადებაში.
გამოცემა The Athletic-ის ცნობით, კურტუა სამეფო კლუბს 2-3 კვირა ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდი“ 5:2 დაამარცხა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ მატჩში სტუმრებს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა მეორე ტაიმში მადრიდელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შთამბეჭდავი ქამბექი განახორციელეს.
ცნობისთვის, მომდევნო მატჩს „რეალი“ 26 ოქტომბერს „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ „დორტმუნდთან“ მატჩში დაზიანება მიიღო მადრიდელთა ბრაზილიელმა შემტევმა, როდრიგო გოეშმაც, რომელიც დიდი ალბათობით „ბარსელონასთან“ დაპირისპირებას ასევე გამოტოვებს.