მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ყალბი ჩემპიონია“ | უმარ ნურმაგომედოვმა მერაბზე ისაუბრა

უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილის გამოწვევას განაგრძობს. რუსმა მებრძოლმა X-ის საკუთარ გვერდზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, ალჯამეინ სტერლინგის სიტყვებს გამოეხმაურა და „მანქანას“ ყალბი ჩემპიონი უწოდა.

„ახალი წლის დასაწყისი იანვარი არაა?! არაა საჭირო ნერვიულობა, როცა ჩემი სახელი გესმის, ყალბო ჩემპიონო. ახლა რაც არ უნდა თქვა, ყველამ ნახა შენი რეაქცია, როცა ჩემი სახელი გაიგე და თქვი: „აააა აააა დენა უაითი მიყვარს".

ორმაგ სტანდარტებზე ვლაპარაკობ. ალჯო, გეთანხმები, რომ მერაბი საჩემპიონო ქამარს იმსახურებს და რთული მეტოქეები დაამარცხა, მაგრამ რატომაა მხოლოდ ჩემთან ჩხუბისთვის ტრავმირებული და რატომ არაა ტრავმირებული სხვებთან ორთაბრძოლებისთვის?“

შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, ნურმაგომედოვი მომდევნო ჩხუბს UFC 311-ზე გამართავს და სონგ იადონგს დაუპირისპირდება. დვალიშვილს რაც შეეხება, მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ მზადაა, შონ ომალის რევანშის აღების შანსი მისცეს და „შუგას“ მარტში ეჩხუბოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი სული მაქვს მაქსი ამ ჯუჯას როდის დაანოკაუტებს“ | ბელალმა ილია შრეკის პერსონაჟს შეადარა
„ერთი სული მაქვს მაქსი ამ ჯუჯას როდის დაანოკაუტებს“ | ბელალმა ილია შრეკის პერსონაჟს შეადარა