უეფას კონფერენს ლიგის მატჩზე ქართველი მსაჯები იმუშავებენ
უეფას კონფერენს ლიგის მეორე ტურის მატჩში გენტი-მიოლდეს დაუპირისპირდება, მატჩზე კი ქართული მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს.
შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, მისი ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იქნებიან.
მეოთხე მსაჯად ირაკლი კვირიკაშვილი იმუშავებს, დამხმარე ვიდეო მსაჯი ალეკო აფციაური, ხოლო დამხმარე ვიდეო მსაჯის ასისტენტი კი ბაკურ ნინუა იქნება.
გენტისა და მიოლდეს მატჩი 24 ოქტომბერს გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ 22 ოქტომბერს ისტორიაში პირველად ქართველმა მსაჯებმა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავეს. გრაცის „შტურმის'' და ლისაბონის „სპორტინგის“ შეხვედრაზე, რომელიც პორტუგალიელთა გამარჯვებით დასრულდა, გიორგი ყრუაშვილმა იმუშავა. მისი ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იყო.