ილია თოფურია, გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

„აქ იმისთვისაა, რომ ჩემპიონი იყოს“ | ქუთათელაძეს სჯერა, რომ ილია მაქსს დაამარცხებს

UFC-ის მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ქართველი ვიკინგი“ „ელ მატადორისა“ და მაქს ჰოლოუეის საჩემპიონო ორთაბრძოლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „დალოცვილს“ ქამრის დასაკუთრების შანსი არ აქვს.

„ილია ძალიან ნიჭიერი მებრძოლია. ტალანტის გარდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ თოფურია სისტემატურად პროგრესირებს. მისი გრეპლინგისა და კრივის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში არავინაა, ვისაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

ილია თავს კარგად გრძნობს. ის ძლიერი, სწრაფი და ფეთქებადი მებრძოლია და მაქსისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, თოფურია აქ იმისთვისაა, რომ ჩემპიონი და ნამდვილი BMF-ი იყოს. ახლა მისი დროა“.

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც აბუ დაბი უმასპინძლებს. ამავე ღონისძიებაზე ქუთათელაძის ახლო მეგობრის, ხამზატ ჩიმაევის ჩხუბსაც ვიხილავთ და „ბორზი“ რობერტ უიტეკერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბამ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა | ატლანტა იუნაიტედი პირველ რაუნდში ინტერ მაიამის შეხვდება
საბამ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა | ატლანტა იუნაიტედი პირველ რაუნდში ინტერ მაიამის შეხვდება