ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, მატეო პოლიტანო, დავიდ ნერეში
Aa
Aa

„ნერეში სასტარტოში იქნება“ - ვის შეეხება ცვლილება?!

გავლენიანი იტალიური გამოცემა, la Gazzetta dello Sport-ი სერია A-ს უახლეს ტურში, ანტონიო კონტეს გეგმებზე წერს და ამტკიცებს, რომ იტალიელი სპეციალისტი „ლეჩეს“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებების შეტანას განიხილავს.

მათ შორის ერთ-ერთი ცვლილება სავარაუდოდ შეტევით ხაზს შეეხება. კონტე გეგმავს, რომ გუნდის ბრაზილიელი შემტევი, დავიდ ნერეში სასტარტო შემადგენლობაში დააყენოს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას, ან მატეო პოლიტანოს ადგილს დაიკავებს.

„ნაპოლის“ გულშემატკივრები სოციალურ ქსელშიც აქტიურად ითხოვენ, რომ დავიდ ნერეშს უფრო მეტი შანსი მიეცეს და როგორც იტალიურ პრესაში იწერება, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ნერეში „ლეჩესთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

ცნობისთვის, დავიდ ნერეშმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და შვიდივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან შეცვლაზე შევიდა. ბრაზილიელის ანგარიშზე 1 გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლისა“ და „ლეჩეს“ მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დიეგო მარადონას სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები