ენტონი ედვარდსი, ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, ჯულიუს რენდლი, ბრონი ჯეიმსი
Aa
Aa

პირველი მამა-შვილი NBA-ში | ლებრონისა და ბრონის ისტორიული შედეგი და ლეიკერსის გამარჯვება

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ის რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ლებრონ ჯეიმსის გუნდი საკუთარ კედლებში „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდა და პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა - 110:103.

მატჩის მიმდინარეობისას ისტორიული მომენტიც ვიხილეთ. მეორე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ჯეიმსი და მისი შვილი, ბრონი ჯეიმსი პარკეტზე ერთდროულად შევიდნენ. ეს NBA-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მამა-შვილმა ოფიციალურ შეხვედრაში ერთად ითამაშეს.

ლებრონმა კიდევ ერთი მიღწევა მიითვალა. იგი მეორე კალათბურთელია, რომელიც NBA-ში 22-ე სეზონს ატარებს. ჯეიმსის გარდა, მსგავსი რამ ვინს კარტერს გაუკეთებია. „მეფემ“ ისტორიული მატჩი 16 ქულით, 5 მოხსნითა და 4 ასისტით დაასრულა. „ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო კი ენტონი დევისი იყო - 36 ქულა, 16 მოხსნა, 3 დაფარება.

„მინესოტას“ ენტონი ედვარდსმა ულიდერა - 27 ქულა, 6 მოხსნა. ჯულიუს რენდლმა „ტიმბერვულვზის“ მაისურით ჩატარებული პირველი ოფიციალური მატჩი 16 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა, რუდი გობერმა კი 13 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„არავინ იცის, რა მოხდება მომავალში“ - შენგელია ცრვენა ზვეზდაში ჩაშლილ ტრანსფერზე
„არავინ იცის, რა მოხდება მომავალში“ - შენგელია ცრვენა ზვეზდაში ჩაშლილ ტრანსფერზე