კარლ-ენტონი თაუნსი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, მიკალ ბრიჯისი, ჯეილენ ბრანსონი
Aa
Aa

ბოსტონის რეკორდი, დომინაცია და 29 სამქულიანი | NBA დაბრუნდა

NBA-ის ახალი რეგულარული სეზონი „თიდი გარდენში“ გაიხსნა, სადაც მოქმედი ჩემპიონი, „ბოსტონ სელტიქსი“ „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდა. მატჩის დაწყებამდე, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და „ბოსტონს“ ბეჭდები გადასცეს, შემდეგ კი მე-18 საჩემპიონო ბანერი აღმართეს.

„სელტიქსმა“ ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ ძლიერ „ნიქსს“ შანსი არ დაუტოვა - 132:109. „ბოსტონმა“ NBA-ის რეკორდი გაიმეორა და ერთ მატჩში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით, „მილუოკი ბაქსს“ გაუთანაბრდა. კელტების ანგარიშზე 29 სამიანია, „ბაქსმა“ იგივე შედეგი 2020 წლის დეკემბერში დააფიქსირა.

„ბოსტონმა“ პერიმეტრიდან 61-ჯერ შეუტია და რეგულარული სეზონის გახსნით მატჩში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით, NBA-ის რეკორდი დაამყარა. „სელტიქსის“ რიგებში საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო - 37 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა, 8 სამქულიანი, 4 მოხსნა. დერიკ უაითმა 24 ქულა დააგროვა, ჯეილენ ბრაუნმა - 23.

„ნიუ იორკის“ მხრიდან 22-22 ქულით ჯეილენ ბრანსონი და მაილს მაკბრაიდი გამოირჩნენ. მიკალ ბრიჯისმა შეხვედრა 16 ქულითა და 2 შედეგიანი გადაცემით დასრულა, კარლ-ენტონი თაუნსმა კი „ნიქსის“ მაისურით ჩატარებულ პირველ ოფიციალურ თამაშში 12 ქულა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არავინ იცის, რა მოხდება მომავალში“ - შენგელია ცრვენა ზვეზდაში ჩაშლილ ტრანსფერზე
„არავინ იცის, რა მოხდება მომავალში“ - შენგელია ცრვენა ზვეზდაში ჩაშლილ ტრანსფერზე