თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

„არავინ იცის, რა მოხდება მომავალში“ - შენგელია ცრვენა ზვეზდაში ჩაშლილ ტრანსფერზე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და იტალიური „ვირტუს ბოლონიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ სერბულ გამოცემა Sport Klub-თან „ცრვენა ზვეზდაში“ ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ზედიზედ ორი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თოკო შესაძლოა სერბულ გრანდს შეუერთდეს, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა, რაზეც სერბულმა გამოცემამ თოკოს კომენტარის გაკეთება სთხოვა.

რა თქვა შენგელიამ:

„ყოველ ჯერზე, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობ, ჩემს ნათქვამს არასწორად იგებენ. ეს წარსულის ამბავია და სჯობს, წარსულშივე დარჩეს.

ბელგრადში ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა, აქ თამაში დიდი სიამოვნებაა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ძალიან უყვართ კალათბურთი.

რაც შეეხება „ცრვენა ზვეზდას“, იყო ტრანსფერის შესაძლებლობა, თუმცა ეს არ მოხდა. მიზეზებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში“.

ცნობისთვის, ევროლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში შენგელია საშუალოდ 12,3 ქულას, 6,5 მოხსნას და 3,3 ასისტს აგროვებს. აღსანიშნავია, რომ „ვირტუსმა“ ევროლიგაზე ჩატარებული 4-ვე მატჩი წააგო.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი დღეს სერბეთში, „პარტიზანის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენერიფეს გამარჯვება გრადანასთან - შერმადინს ცოტა დრო დაეთმო
ტენერიფეს გამარჯვება გრადანასთან - შერმადინს ცოტა დრო დაეთმო