საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

საბამ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა | ატლანტა იუნაიტედი პირველ რაუნდში ინტერ მაიამის შეხვდება

საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ MLS-ის „უაილდ ქარდის“ შეხვედრა მოიგო და პლეიოფის საგზური მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „მონრეალი“ დაამარცხა და სასურველი შედეგი თერთმეტმეტრიანების სერიაში დააფიქსირა.

ლობჟანიძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. საბას საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. „ატლანტა იუნაიტედი“ ბრუქს ლენონისა და სტიან გრეგერსენის გოლებით 2:0-ს იგებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ხოსეფ მარტინესის დუბლით, „მონრეალმა“ ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

თერთმეტმეტრიანების სერიაში, „ატლანტა იუნაიტედმა“ 5:4 იმარჯვა. ერთადერთი პენალტი ტომ პირსმა გააფუჭა, გადამწყვეტი დარტყმა კი ლობჟანიძემ შეასრულა და „მონრეალის“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი პლეიოფის პირველ რაუნდში ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება. დუელი ორმატჩიანი იქნება. პირველ შეხვედრას „ინტერ მაიამი“ საკუთარ კედლებში, თბილისის დროით, 26 ოქტომბერს გამართავს და თამაში 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაგარი ჩხუბი იქნება, მაგრამ ერთი რამ ძალიან ცუდია“ | დენა უაითი ილია VS მაქსზე
„მაგარი ჩხუბი იქნება, მაგრამ ერთი რამ ძალიან ცუდია“ | დენა უაითი ილია VS მაქსზე