კარლო ანჩელოტი, დორტმუნდის ბორუსია, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს“ - ანჩელოტი დორტმუნდის დამარცხების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მადრიდის რეალმა დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა. გულშემატკივრებმა მორიგი მაგიური საღამო იხილეს. სამეფო კლუბმა 5:2 მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ ის, რაც იმ ინტენსივობით და ტემპით გავაკეთეთ. გაშვებული გოლების შემდეგ, რეაქციით კმაყოფილი ვარ. 90 წუთის განმავლობაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც ბოლო 45 წუთი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უფრო დაბალანსებულები ვიყოთ.

სისტემა ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის დამოკიდებულება, რომელიც მოთამაშეებს აქვთ. ყველაფერი სქემაზე, რომ იყოს დამოკიდებული, პირველ ტაიმში იგივე მოხდებოდა, რაც მეორეში მოხდა.

სამი გოლის გატანა უტოპია არ არის. ჩვენ წვრილმან დეტალებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს, მაგრამ ეს იმის გამო არ მოხდება, რაც დღეს გააკეთა, არამედ იმის გამო, რაც შარშან შემოგვთავაზა. ეს სამი გოლი მას შემდეგი წლის ოქროს ბურთის მოგებაში დაეხმარება.“

შეგახსენებთ, რომ შემდეგი მატჩი რეალს ბარსელონასთან ელის. შეხვედრა 26 ოქტომბრით თარიღდება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში კი მილანს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბალანსი უნდა ვიპოვოთ“ - კომპანი ბარსელონასთან მატჩის წინ
“ბალანსი უნდა ვიპოვოთ“ - კომპანი ბარსელონასთან მატჩის წინ