კაშია კაპიტნის რანგში - სლოვანმა ჟირონასთან წააგო
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ბრატისლავის სლოვანი ჟირონას ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. გურამ კაშია კაპიტნის რანგში მოგვევლინა, რომელსაც ცუდი მატჩი არ ჰქონდა.
ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 90 წუთი დაყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ესპანელთა არაერთი შეტევა ჩაჭრა.
გურამმა 8-ჯერ განმუხტა მოწინააღმდეგე გუნდის შეტევა. 3-ჯერ დაბლოკა ჟირონას ფეხბურთელების დარტყმა. კაშიას ერთი საჰაერო დუელი ჰქონდა და მოიგო. მის წინააღმდეგ დრიბლინგი ორჯერ სცადეს და ვერ მოატყუეს.
ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა 37 პასი გააკეთა, საიდანაც ზუსტი 30 იყო(81%). პოზიცია კი 7-ჯერ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელი არ დაჯარიმებულა.
ცნობისთვის, გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ Sofascore-მა გურამს 7.2 შეფასება დაუწერა, რაც მის გუნდში მესამე საუკეთესო შედეგია.
შეგახსენებთ, რომ სლოვანმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. შემდეგ ტურში, ვაისის შეგირდები ზაგრების დინამოს უმასპინძლებენ.