ვინისიუსის ბენეფისი და სუპერ ქამბექი - რეალმა დორტმუნდი დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მადრიდის რეალმა დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა. გულშემატკივრებმა მორიგი მაგიური საღამო იხილეს. სამეფო კლუბმა 5:2 მოიგო.
პირველი ტაიმი დორტმუნდის იყო. გერმანულმა გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაიტანა. ანგარიში 30-ე წუთზე მალენმა გახსნა, რასაც ზუსტად 4 წუთში გიტენსის გოლი მოყვა.
მეორე ნახევარში რეალი სახეცვლილი გამოვიდა. 60-ე წუთზე რუდიგერმა ერთი ბურთი გაქვითა. სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე გულშემატკივრებმა გამაყრუებელი ხმაური მოაწყვეს და ზუსტად 2 წუთში ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიში გაათანაბრა.
გარკვეული დროით, სამეფო კლუბი დამშვიდდა, თუმცა 83-ე წუთზე ლუკას ვასკესმა გაისროლა და ბლანკოსი წინ გაყვანა. აღსანიშნავია, რომ ესპანელის გოლამდე დორტმუნდს კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ტიბო კურტუა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და მოწინააღმდეგეს გოლის გატანის შანსი არ მისცა. 86-ე და 93-ე წუთებზე ვინისუსმა ერთი მეორეზე უკეთესი გოლები გაიტანა და საბოლოო ანგარიში 5:2 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ შემდეგი მატჩი რეალს ბარსელონასთან ელის. შეხვედრა 26 ოქტომბრით თარიღდება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში კი მილანს უმასპინძლებს.