ბარსელონა, ბაიერნი, ვენსან კომპანი
Aa
Aa

“ბალანსი უნდა ვიპოვოთ“ - კომპანი ბარსელონასთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ბარსელონა ბაიერნს უმასპინძლებს. მატჩის წინ, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომპანი:

„გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მთავარია არა მხოლოდ ბარსელონას ფეხბურთელების შეჩერება, არამედ თამაშის მოგება. ეს მოიცავს მათ ყველა მოთამაშეს და არა ერთს, თუმცა (ლამინ იამალი) განსაკუთრებული მოთამაშეა.

ყველამ კარგად იცის, თუ რამდენს ნიშნავს ჯამალ მუსიალა ჩვენთვის, მაგრამ აქ საქმე მომავალ თამაშს არ ეხება, არამედ მომდევნო 30 ან 40 მატჩს. ჩვენ სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ. არ ვიცი რამდენად შეძლებს ჯამალი 90 წუთის თამაშს.

ბარსელონა კარგად დაბალანსებული გუნდია. მათ ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ და დიდი არჩევანი აქვთ. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი 3 ქულაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ. მათ კარგად აქვთ გააზრებული ამ თამაშის მნიშვნელობა.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჰანსი ფლიკი ბაიერნის მთავარი მწვრთნელი იყო და ბარსელონას დაუპირისპირდა. აღნიშნული მატჩი რეკორდმაისტერის გამარჯვებით 8:2 დასრულდა.

ასევე გეტყვით, რომ ამ გუნდების უკანასკნელი 6 მატჩი მიუნხენური გრანდის გამარჯვებით დასრულდა. მომავალი დაპირისპირება კი 23 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი შესაძლოა ჩავიმ შეცვალოს - Daily Mail
ტენ ჰაგი შესაძლოა ჩავიმ შეცვალოს - Daily Mail