გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

მებრძოლი ხასიათი გამოავლინა - ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და უოტფორდის მორიგი მარცხი

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-11 ტურში „ლიდსმა’’ შინ „უოტფორდს’’ 2:1 მოუგო. ბოლო 4 მატჩიდან „უოტფორდმა'' მხოლოდ 1 მოიგო, 3 დათმო. შემდეგ ტურში ტომ ქლევერლის გუნდი „ბლექბერნს'' მიიღებს (26 ოქტომბერი).

„უოტფორდში’’ ერთ-ერთი საუკეთესო გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც ტრადიციულად სასტარტოში ითამაშა. გარდა იმისა, რომ შეტევებს ამწვავებდა, დაცვით ფუნქციებსაც დიდი მონდომებით ასრულებდა. ასევე, პირველ ტაიმში „მოჭრილი’’ დარტყმით შორეულ კუთხეში ლამაზ გოლს იტანდა, თუმცა მეკარემ რთული დარტყმა აუღო. მოცემულ ვიდეოში ასევე ნახავთ მომენტებს, როცა „ჩაკვემ'' მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა.

 

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 11-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა (ტომ ქლევერლიმ ხუთ შეხვედრაში შეცვალა და მხოლოდ ორ მატჩში ათამაშა 80 წუთზე ნაკლები), მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია, თუმცა რეალურად უფრო მეტი საგოლე გადაცემა ექნებოდა, მის თანაგუნდელებს მის მიერ შექმნილი საგოლე შანსები რომ გამოეყენებინათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა - ჩემპიონთა ლიგაზე კიტეიშვილის თამაში არ გარისკეს
ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა - ჩემპიონთა ლიგაზე კიტეიშვილის თამაში არ გარისკეს