ტენ ჰაგი შესაძლოა ჩავიმ შეცვალოს - Daily Mail
ჩავი ერნანდესი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, „წითელი ეშმაკის“ წარმომადგენლები ესპანელ სპეციალისტს ორჯერ დაუკავშირდნენ.
მათივე ინფორმაციით, დელეგაცია, რომელსაც ინგლისური კლუბის გენერალური დირექტორი, ომარ ბაიდა ხელმძღვანელობდა, გასულ ხუთშაბათს ბარსელონაში ჩაფრინდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩავიმ შესაძლოა კატარის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.
შეგახსენებთ, რომ ჩავის ბოლო სამუშაო ადგილი „ბარსელონა“ იყო და ის პოსტიდან გასული სეზონის დასრულების შემდეგ დაითხოვეს.
2021 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 27 მაისამდე, ჩავის ხელმძღვანელობით ჩატარებული 142 მატჩიდან „ბარსელონამ“ 89 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა და 29 წააგო. ის ჰანს-დიტერ ფლიკმა შეცვალა, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი გერმანიის ნაკრები იყო.