ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა - ჩემპიონთა ლიგაზე კიტეიშვილის თამაში არ გარისკეს

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში გრაცის „შტურმი’’ ლისაბონის „სპორტინგს’’ მიიღებს. ოთარ კიტეიშვილი სათადარიგოთა სკამზეა. CrystalSport-ის ცნობით, ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს, კუნთში ჩაარტყეს, ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა, ფეხბურთელს მცირე დაზიანება აქვს და ამიტომ სათადარიგოთა სკამზეა. მწვრთნელებმა მისი სასტარტოში დაყენება არ გარისკეს. დიდი ალბათობით, ამ თამაშს გამოტოვებს, თუმცა შესაძლოა მცირე დრო დაუთმონ.

28 წლის ოთარ კიტეიშვილი შესანიშნავ ფორმაშია, ამ სეზონში ქართველი ფეხბურთელი ავსტრიის ჩემპიონატის ათ მატჩში 5 გოლითა და 2 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს. ბუნდესლიგის გასულ ტურში გრაცულ დერბიში დუბლი შეასრულა, მეორე გოლი ბრწყინვალე იყო. ასევე, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საწყის ორ ტურში ითამაშა, თუმცა დღეს, მცირე დაზიანების გამო, სკამზეა. გარდა ამისა, გეტყვით რომ ამ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის ორ და ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაში „შტურმის'' კაპიტანი იყო.

2018 წლიდან კიტეიშვილი „შტურმის'' ფეხბურთელია, ყველა ტურნირის ჩათვლით ავსტრიულ კლუბში 198 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი შეაგდო და 35 საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან ახალი კონტრაქტი გასულ ზაფხულში გააფორმა, 2026 წლის 30 ივნისამდე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო იყო - კიტეიშვილის ბრწყინვალე თამაში და დიდებული გოლი
საუკეთესო იყო - კიტეიშვილის ბრწყინვალე თამაში და დიდებული გოლი