დიეგო ჩხიკვაძე, დათა ჩხაიძე, ფრიდონ აბულაძე, გიორგი ჩხიკვაძე
Aa
Aa

ფინალში სომეხი დაამარცხა - გიორგი ჩხიკვაძე მსოფლიოს ჩემპიონია (U23)

მსოფლიოს ჩემპიონატზე (U23) ბერძნულ-რომაულ სტილში, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში იმართება, გიორგი ჩხიკვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, მან ფინალში სომეხი ხაჩატრიანი დაამარცხა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, პირველ შეხვედრაში პოლონელ სტოლარჩიკს 6:0 აჯობა, 1/8-ფინალში ბერძენ კოლიტსოპულოსს 14:5 მოუგო, 1/4ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალიევი 4:0 გაანადგურა, ნახევარფინალში ყირგიზი ნურლანბეკოვი 7-0 დაამარცხა.

ამავე ტურნირზე დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.) ვერცხლის მედალს დასჯერდა, ფრიდონ აბულაძე (60 კგ.) და დათა ჩხაიძე (82 კგ.) ბრინჯაოს მედლის მფლობელნი გახდნენ. ასე რომ, საქართველოს აქტივში 4 მედალია.

ფრიდონ აბულაძემ ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ინდოელი მეტოქე 9:1 გაანადგურა და ამ ასაკში მეორედ დაუფლა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვეცდები, ჩემი გამარჯვებებით სიხარული ისევ მოგანიჭოთ“ - ლაშა შავდათუაშვილი
„ვეცდები, ჩემი გამარჯვებებით სიხარული ისევ მოგანიჭოთ“ - ლაშა შავდათუაშვილი