31 წლის ასაკში - დომინიკ ტიმმა კარიერა დაასრულა
ვენის ღია პირველობაზე მორიგი ლამაზი ისტორია დასრულდა. დომინიკ ტიმმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა.
ავსტრიელი ჩოგბურთელი ვენაში, საკუთარ სამშობლოში იტალიელ ლუჩიანო დარდერის დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:7 2:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ დომინიკმა მაჯის ტრავმის შემდეგ, ბოლომდე რეაბილიტაცია ვერ მოახერხა, სასურველ კონდიციებში ვერ დაბრუნდა და ამის გამო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ტიმმა კარიერაში არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ამერიკის ღია პირველობა(2020 წელს). ჯამში კარიერაში 17 ATP ტიტული დაისაკუთრა და დიდი სლემის ტურნირებზე 4-ჯერ გავიდა ფინალში. დომინიკი ასევე შემაჯამებელ ტურნირზე ორჯერ გავიდა ფინალში.
Dominic Thiem just played his last professional tennis match.
— The Tennis Letter (@TheTennisLetter) October 22, 2024
????2020 US Open Champion
????Career high ranking of world #3
????4-time Grand Slam Finalist
????Reached the final in 3 of the 4 Grand Slams
????17 career titles
????32 top 10 wins
????1st man born in 1990 or later to win a… pic.twitter.com/H6YghhnwyX