ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი: ძალიან რთული იყო ანჩელოტისთვის იმის თქმა, რომ კარიერას ვასრულებ

მადიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კარიერის დასრულების დეტალებსა და სხვა თემებზე ილაპარაკა.

ლეგენდარულმა გერმანელმა თქვა, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ შვილებს უთხრა, შემდეგ კი კლუბის მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის შეატყობინა.

კარლო ფიქრობდა, რომ მე კლუბში დავრჩებოდი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის აქ ჩემი პირველი მწვრთნელი იყო და რთული იყო მისთვის ამის შესახებ მეთქვა, მაგრამ ცხოვრებაში ოდესმე ყველაფერი სრულდება“, - თქვა კროოსმა.

მისივე თქმით, „რეალთან“ კონტრაქტის განახლების საკითხი 5-წუთიანი მოლაპარაკებების შემდეგ წყდებოდა.

კროოსმა ესპანეთში ცხოვრებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

მე თავს ვგრძნობ გერმანელად, მაგრამ ვარ გერმანელი, რომელიც უკვე დიდი ხანია ბედნიერად ცხოვრობს ესპანეთში და გააგრძელებს აქ ცხოვრებას. რა უნდა მოხდეს, რომ გერმანიაში დავბრუნდე? არის რაღაცები, რაც სავარაუდოდ არ მოხდება. მაგალითად, ამინდი უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს არ მოხდება. საბოლოო ჯამში, ეს ოჯახური გადაწყვეტილებაა, რომელსაც მარტო არ ვიღებ - მე ცოლი და სამი შვილი მყავს“, - თქვა კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა კარიერა ევრო 2024-ის შემდეგ დაასრულა. 34 წლის გერმანელი ნახევარმცველი კარიერის უდიდესი პერიოდი მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, სადაც 5-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 2014 წელს კროოსმა გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტონი კროოსი საფეხბურთო კლუბს ქმნის
ტონი კროოსი საფეხბურთო კლუბს ქმნის