“ეს ჩემს მიმართ უპატივცემულობა იყო“ - რაფინია ნიკო უილიამსის მაისურებზე
მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბარსელონა აქტიურად ცდილობდა ნიკო უილიამსის გადაბირებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
როგორც მოგეხსენებათ, ბილბაოს შემტევი 11-ნომრიანი მაისურით თამაშობს. იქამდე, სანამ გაირკვეოდა, რომ ტრანსფერი ჩაიშალა, კატალონიაში ნიკოს მაისურების გაყიდვა დაიწყო, რომელსაც 11 ნომერი ეწერა.
აღნიშნული ნომრით, ბარსას რიგებში რაფინია ასპარეზობს, რომლისთვისაც ეს ფაქტი უსიამოვნო აღმოჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრაზილიელმა გარემარბმა კომენტარი გააკეთა.
რაფინია:
„ჩემი ნომრით და ნიკოს სახელით მაისურის გამოშვება უგემოვნო ხუმრობა იყო. ამ საკითხზე ინსტაგრამზე კომენტარიც კი გავაკეთე. ეს ჩემი საქმისადმი და უპატივცემულობა იყო.“
???? DIRECTO @JijantesFC
— Jijantes FC (@JijantesFC) October 22, 2024
Raphinha: "Hacer montajes con mi numero y otro nombre (el de Nico Williams) fue una broma de mal gusto. Lo comenté a Instagram. Fue una falta de respeto a mi trabajo."
???? "Si antes trabajaba al 100%, ahora lo hago al 200%."
???? https://t.co/OGW0AKAWMl pic.twitter.com/4pYHF3aIkp
შეგახსენებთ, რომ რაფინიას ბარსელონაში ბევრი აკრიტიკებდა, რადგან ის სათანადო დონეზე ვერ თამაშობდა. მიმდინარე სეზონში კი ყველაფერი შეიცვალა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.