ხვიჩა კვარაცხელია, დავიდ ნერეში
Aa
Aa

„ტოპ კლასის ფეხბურთელია“ - ნერეში კვარაზე

„ნაპოლის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დავიდ ნერეშმა რადიო CRC-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაუსვეს კითხვა.

ვფიქრობ და ალბათ ყველა ასე ფიქრობს, რომ კვარაცხელია ტოპ კლასის ფეხბურთელია. მისი მოედანზე და შემდეგ ვარჯიშზე ნახვის შემდეგ, სხვა პასუხი არც შეიძლება არსებობდეს“, - თქვა ნერეშმა.

ცნობისთვის, კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული. მისი გუნდი 19 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და მომდევნო ტურში „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მთავარი მიზეზი - რაზე ვერ თანხმდებიან ნაპოლი და კვარა?
მთავარი მიზეზი - რაზე ვერ თანხმდებიან ნაპოლი და კვარა?