ბარსელონა, ბაიერნი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“წარსულს მნიშვნელობა არ აქვს“ - ფლიკი ბარსელონასთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. კატალონიის ბარსელონა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფლიკი:

„მატჩი ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება წავიდეს და ბევრი რამ მოხდეს. ჩვენ ახლა მხოლოდ ბაიერნზე ვფიქრობთ და არა მადრიდის რეალზე. მიუნხენელები კარგად თამაშობენ, მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ. ეს არის ის, რაც ყველას სურს. წინ არაჩვეულებრივი მატჩი გველოდება.

დე იონგის გამოყენებას სევილიასთან ვგეგმავდი, მაგრამ მან დისკომფორტი იგრძნო და არ გავრისკეთ. წარსულს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ არ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ იმაზე, რაც უკვე მოხდა. ჩვენ შეგვიძლია გავლენა იმაზე მოვახდინოთ, რაც ხვალ მოხდება. ბაიერნის დამარცხება გვინდა.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჰანსი ფლიკი ბაიერნის მთავარი მწვრთნელი იყო და ბარსელონას დაუპირისპირდა. აღნიშნული მატჩი რეკორდმაისტერის გამარჯვებით 8:2 დასრულდა.

ასევე გეტყვით, რომ ამ გუნდების უკანასკნელი 6 მატჩი მიუნხენური გრანდის გამარჯვებით დასრულდა. მომავალი დაპირისპირება კი 23 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნუ აყოვნებ, უბრალოდ დაარტყი“ -  მატჩის დროს მბაპეს რჩევა ვინისიუსს
„ნუ აყოვნებ, უბრალოდ დაარტყი“ - მატჩის დროს მბაპეს რჩევა ვინისიუსს