კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„ნუ აყოვნებ, უბრალოდ დაარტყი“ - მატჩის დროს მბაპეს რჩევა ვინისიუსს

კილიან მბაპემ ვიგოს „სელტასთან“ მატჩის დროს ვინისიუს ჟუნიორს რჩევები მისცა. ეს კადრები კამერებმა დააფიქსირეს და ესპანურ პრესაში საკმაოდ მალევე გავრცელდა.

ლა ლიგის მე-10 ტურის შაბათის მატჩში „რეალმა“ სტუმრად „სელტას“ 2:1 მოუგო. გოლების ავტორები ვინისიუსი და მბაპე გახდნენ.

DAZN-ის ეთერში მატჩის დროს ფრანგისა და ბრაზილიელის ურთიერთობის ამსახველი კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი იერიშის დროს ვინისიუსმა დარტყმა დააგვიანა. კილიანმა კი ურჩია, რომ თუ დარტყმას აპირებდა, ეს ისე გაეკეთებინა, რომ მეტოქე წინასწარ ვერ მიხვედრილიყო.

„უბრალოდ დაარტყი, არ გჭირდება მომენტის გაწელვა. თუ დაელოდები, ვერ შეძლებ შეტევის დასრულებას. უბრალოდ დაარტყი!“

- უთხრა მბაპემ ვინის.

კილიანმა 1:0-ის შემდეგ ვინისიუსს კვლავ მიმართა და გაამხნევა:

„მეორე გოლსაც გავიტანთ და ყველაფერი კარგად იქნება“.

66-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ვინისიუსმა მოდრიჩის პასის შედეგად ანგარიში 2:1 გახადა და „რეალმა“ თამაში მოიგო.

„ლოს ბლანკოსს“ ლა ლიგაში მომდევნო შეხვედრა „ელ კლასიკო“ ელის. მატჩი 26 ოქტომბერს 23:00-ზე დაიწყება. ჰანსი ფლიკის გუნდი მადრიდელებს 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მთავარი მიზეზი - რაზე ვერ თანხმდებიან ნაპოლი და კვარა?
მთავარი მიზეზი - რაზე ვერ თანხმდებიან ნაპოლი და კვარა?