მანჩესტერ იუნაიტედი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Tuttomercatoweb: ემპოლისთან კვარას თამაშს მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტი აკვირდებოდა

„ემპოლისა“ და „ნაპოლის“ მატჩს „პარტენოპეის“ ორ ფეხბურთელზე დასაკვირვებლად „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენელი ესწრებოდა. იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ის ცნობით, საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზე და ალესანდრო ბუონჯორნოზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარას მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო ბუონჯორნო ნეაპოლურ კლუბში მიმდინარე ზაფხულში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

რას წერს გამოცემა:

„ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის ირგვლივ. მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ვინაიდან ქართველი ისეთ ხელფასს ითხოვს, როგორსაც მხოლოდ „გალათასარაიში“ იჯარით მყოფი ვიქტორ ოსიმენი იღებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს საუბარი კონტრაქტში 100 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდის ჩაწერაზე“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა „ემპოლისთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ისაუბრა, თუმცა, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე კონტრეტული კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, „წარსულშიც არაერთხელ მომხდარა, რომ „ნაპოლიდან“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები წასულან და კვარას შემთხვევაშიც, თუ ასე მოხდება, გუნდი ამ მდგომარეობას გადალახავს“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ ხელმძღვანელებსა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. Tuttomercatoweb-ის მიხედვით, „პარტენოპეიმ“ ქართველ ფეხბურთელს წლიური 5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ „კვარას“ 8-9 მილიონის მიღება სურს.

ხვიჩას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკვე გააფრთხილეს, კონტე მისგან მეტს ელოდება“ | რას წერენ კვარაცხელიაზე
„უკვე გააფრთხილეს, კონტე მისგან მეტს ელოდება“ | რას წერენ კვარაცხელიაზე