ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„მერაბი საოცარი ადამიანია, ოქტაგონზე ნამდვილი მკვლელია“ | ილია თოფურია

ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად და მაქს ჰოლოუეისთან გასამართი ჩხუბისთვის ემზადება. „ელ მატადორმა“ New York Post Sports-ს ინტერვიუ მისცა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.

„გარდა იმისა, რომ დვალიშვილი შესანიშნავი მებრძოლია, საოცარი ადამიანიცაა. გულიანი ბიჭია და ძალიან მიყვარს. ყველას უნდა ჰყავდეს გარშემო მერაბისნაირი ადამიანი, რადგან ის მაგარი კაცია. 

დვალიშვილი ძალიან სასაცილო ბიჭია და პარალელურად, ნამდვილი მკვლელი და მანქანაა. მხიარული ადამიანია, მაგრამ მასთან ზედმეტი ხუმრობა არ შეიძლება, რადგან როცა ოქტაგონზე ხვდები, აანალიზებ, რომ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად იყოს“.

შეგახსენებთ, რომ ილია აბუ დაბიში იმყოფება, სადაც UFC 308-ისთვის ემზადება. „ელ მატადორი“ საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს და მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება - ლეგენდარული მებრძოლი, რომელიც კარიერაში არავის დაუნოკაუტებია ან დაუნოკდაუნებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაგარი ჩხუბი იქნება, მაგრამ ერთი რამ ძალიან ცუდია“ | დენა უაითი ილია VS მაქსზე
„მაგარი ჩხუბი იქნება, მაგრამ ერთი რამ ძალიან ცუდია“ | დენა უაითი ილია VS მაქსზე