კვერნაძის ფროზინონე უმწვრთნელოდ დარჩა
სერია ბ-ში მოასპარეზე „ფროზინონე“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე იცავს, უმწვრთნელოდ დარჩა.
როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, „ფროზინონემ“ ვინჩენცო ვივარინისთან კონტრაქტი გაწყვიტა და ის კლუბს აღარ გაწვრთნის.
ვივარინი „ფროზინონეში“ მიმდინარე წლის ზაფხულში მივიდა და მხოლოდ 6 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო. მანამდე ვივარინის „ემპოლიში“, „ასკოლიში“, „ბარიში“, „ვირტუს ენტელაში“ და „კატანცაროში“ უმუშავია.
ვინ ჩაიბარებს „გრანადას“ აბასკალის წასვლის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.
9 ტურის შემდეგ „ფროზინონე“, 6 ქულით სერია ბ-ს სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-20 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს კვერნაძის გუნდი 27 ოქტემბერს, შინ, „პიზას“ წინააღმდეგ გამართავს.