მთავარი მიზეზი - რაზე ვერ თანხმდებიან ნაპოლი და კვარა?
„ნაპოლისა“ და კვარაცხელიას შორის ურთიერთობა უკვე კარგა ხანია არეულია. კლუბს ანაზღაურების გაზრდა მხოლოდ თავისი გეგმით სურს, ფეხბურთელის მხარე კი ამაზე თანახმა არაა.
ნეაპოლელები მზად არიან ხვიჩას 1.8 მილიონი 6-მდე გაზარდონ და ამას ბონუსებიც დაუმატონ. ხელშეკრულება კი 2029 წლამდე გააგრძელონ, მაგრამ პასუხი მაინც უარყოფითია.
რა არის რეალური მიზეზი იმისა, რომ მამუკა ჯუღელი „ნაპოლის“ ამ დრომდე უარს ეუბნება? გარდა იმისა, რომ კვარაცხელიას მხარემ მათ პირობად წლიურად დაახლოებით 8 მილიონი ევრო დაასახელა, მათი მთავარი მოთხოვნა მაინც კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩადებაა, რაზეც „პარტენოპეი“ უარს აცხადებს.
„კვარა და მისი გარემოცვა ხელფასის ზრდის გარდა ასევე ითხოვენ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის მითითებას, რაც 100 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება. ვთქვათ, დაახლოებით ოსიმენის ამჟამინდელი ღირებულება (80 მილიონი). ნაპოლი მზადაა ამაზე დაფიქრდეს, მაგრამ მათ გამოსასყიდ თანხად 120 მილიონის მითითება უნდათ, რაც ხვიჩას მხარეს არ მოსწონს“.
- წერს Corriere dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ კვარაცხელიას სარფიანად გაყიდვის ბოლო შანსი 2025 წლის ზაფხულში ექნება. კონტრაქტიდან გამომდინარე, ამის შემდეგ ხვიჩას ფასი ნე-ნელა დაიწევს, თუ იქამდე კლუბთან ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა.