მაიკ ტაისონი, ლენოქს ლუისი
Aa
Aa

„ჯერ ჯეიკ პოლს ეჩხუბოს და შემდეგ...“ - ლუისი ტაისონთან რევანშზე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მოკრივემ, ლენოქს ლუისმა განაცხადა, რომ მზადაა მაიკ ტაისონთან რევანში გამართოს. ლუისის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ის „რკინის მაიკისა“ და ჯეიკ პოლის ორთაბრძოლის შემდეგ მიიღებს, რომელიც 16 ნოემბერს ტეხასის შტატში, ქალაქ არლინგტონში გაიმართება.

რა თქვა ლენოქს ლუისმა:

„მოდით, ჯერ ვნახოთ, როგორ გამოიყურება მაიკი უახლოეს ბრძოლაში. ამის შემდეგ გამოვაცხადებ ჩემს საბოლოო პასუხს“.

შეგახსენებთ, რომ ლენოქს ლუისსა და მაიკ ტაისონს შორის გამართული ლეგენდარული ბრძოლა 2002 წლის ზაფხულით თარიღდება. მაშინ მერვე რაუნდში ლუისმა ტაისონი დაანოკაუტა.

ცნობისთვის, ტაისონის ანგარიშზე 50 გამარჯვება და 6 მარცხია, ხოლო ლუისმა 41 ორთაბრძოლა მოიგო, 2 წააგო, 1 კი ფრედ დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს ბრძოლაში ტაისონის მეტოქე წარსულში YouTube-ბლოგერი ჯეიკ პოლი იქნება, მატჩი კი 8 ორწუთიანი რაუნდისგან შედგება. ტაისონსა და პოლს მიმდინარე წლის ივლისში უნდა ეჩხუბათ, თუმცა ორთაბრძოლა „რკინის მაიკის“ ავადმყოფობის გამო გადაიდო. აქვე გეტყვით, რომ 58 წლის ტაისონსა და 27 წლის პოლს შორის ასაკობრივი სხვაობა პროფესიულ კრივის ისტორიაში რეკორდული იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მეშინია“ | მაიკ ტაისონმა ჯეიკ პოლთან ჩხუბზე ისაუბრა
„ძალიან მეშინია“ | მაიკ ტაისონმა ჯეიკ პოლთან ჩხუბზე ისაუბრა