„კვარა შესაძლოა იანვარშიც გაუშვან“ - იტალიელი ჟურნალისტი
იტალიელი ჟურნალისტი პაოლო პაოლეტი ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თემას ეხება და ამბობს, რომ „ნაპოლიმ“ შესაძლოა მისი გაყიდვა იანვარშიც გადაწყვიტოს.
„კვარაცხელიას საქმე, კონტეს ღრმა შემადგენლობის მიუხედავად, ნაპოლის გასახდელში მაინც დიდ საფრთხეს ქმნის. როგორც ეს შარშან მოხდა ოსიმენის შემთხვევაში და უფრო ადრე ინსინიესა და მერტენსის შემთხვევებში, როდესაც კლუბმა მათი ხელშეკრულებების განახლება დააგვიანა და შესაბამისად არ იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ კონტე სკუდეტოს ხსენებას გაურბის, გუნდმა ემპოლისთან სტუმრად რთული მატჩი მოიგო, შეხვედრა რომლის მოგებასაც არ იმსახურებდნენ. ასეთი გამარჯვებები საჩემპიონო რბოლისთვის სერიოზული განაცხადია. პარტენოპეი ცხრილის სათავეში რჩება.
დე ლაურენტისი ამ თემას თავს არიდებს და ხვიჩას გუნდიდან წასვლასაც კი ახსენებს ირიბად. როგორც Repubblica წერს, კვარასა და ნაპოლის დაშორება შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც მოხდეს. როგორც ოსიმენის შემთხვევაში მუშაობენ, მის 75 მილიონად გაყიდვას.
და კონტე? მისთვის მთავარი გასახდელის ერთიანობაა.
ნერეში? ის პროგრესირებს და კონკურენტუნარიანია, მაგრამ კვარაცხელიასთან მისი გატოლება მაინც მიჭირს. ხვიჩას მახასიათებლები გაცილებით მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია. ის თავგანწირვისკენ არის მიდრეკილი ბურთის გარეშეც კი. პოლიტანომ სწორედ ამგვარი თამაშით მოხიბლა კონტე. კვარა ახლა აღმავლობასა და დაცემას განიცდის. ის შორს არის იმ სპექტაკლებისგან, რომლებსაც ყველა შეეჩვია, თავადაც.
დე ლაურენტისს არ სურს კვარას იმდენი გადაუხადოს, რამდენსაც იგი იმსახურებს“.
- ციტირებს პაოლეტის სიტყვებს Areanapoli.
ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ „ნაპოლი“ ხვიჩას გაყიდვისკენ მიდის. მოხდება ეს იანვარში, თუ ზაფხულში ამას დრო გვიჩვენებს.