ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„უკვე გააფრთხილეს, კონტე მისგან მეტს ელოდება“ | რას წერენ კვარაცხელიაზე

ცნობილმა იტალიურმა გამოცემებმა, Il Mattino-მ და Corriere del Mezzogiorno, დღევანდელ ნომრებში ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერეს. სტატიის ავტორების თქმით, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მისგან ბევრად მეტს ითხოვს და ქართველი გარემარბი გააფრთხილა კიდეც.

„ხელშეკრულება გახანგრძლივდება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ქართველმა ფეხბურთელმა კონტესგან გაფრთხილება უკვე მიიღო. მან იცის, რომ დავიდ ნერეშის კანდიდატურა ჰორიზონტზე გამოჩნდა. კიდევ ერთი ისეთი მატჩი, როგორიც ემპოლისთან ჰქონდა და მისი „პატიება“ ურთულესი იქნება“, - წერს Il Mattino.

„კონტე მისგან მეტს ელოდება. მან გადაწყვიტა, პარი სენ-ჟერმენის სირენებისთვის წინააღმდეგობა გაეწია და კვარაცხელია ნეაპოლში დაეტოვებინა. კონტე დარწმუნებულია, რომ ხვიჩას ხან ცენტრში შეწევა და ხან ფლანგზე გადაყვანა მას უფრო სახიფათო და მწვავე ფეხბურთელად აქცევს“, - აცხადებს Corriere del Mezzogiorno.

ცნობისთვის, კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული. მისი გუნდი 19 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და მომდევნო ტურში „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას მარცხი ლას პალმასთან - მამარდამ სამი ბურთი გაუშვა
ვალენსიას მარცხი ლას პალმასთან - მამარდამ სამი ბურთი გაუშვა