დიეგო ფორლანი
Aa
Aa

ფორლანი ჩელენჯერზე ითამაშებს - ურუგვაელს პროფესიონალურ ჩოგბურთში დებიუტი ექნება

ლეგენდარული ურუგვაელი ფეხბურთელი დიეგო ფორლანი ჩოგბურთში პროფესიონალური დებიუტისთვის ემზადება. 45 წლის ურუგვაელი მონტევიდეოს ჩელენჯერზე ითამაშებს.

მონტევიდეოს ჩელენჯერი 11-17 ნოემბერს გაიმართება. ფორლანი არგენტინელ ფედერიკო კორიასთან ერთად წყვილთა თანრიგში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ფორლანს სხვადასხვა დროს „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ვილიარეალში“, „ატლეტიკოში“ და „ინტერში“ უთამაშია, ორჯერ მოგებული აქვს „ოქროს ბუცი“. ურუგვაის ნაკრებთან ერთად 2011 წელს ფორლანმა კოპა ამერიკა მოიგო, 2010 წლის მუნდიალზე კი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ცნობისთვის, ფორლანმა საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა და მას შემდეგ ITF-ის ვეტერანთა ტურნირებზე თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მთავარი ოცნება ავიხდინე“ - ნადალი ჯოკოვიჩთან მატჩის შემდეგ
“მთავარი ოცნება ავიხდინე“ - ნადალი ჯოკოვიჩთან მატჩის შემდეგ