მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

დვალიშვილი: UFC უმარს ეხმარება, ჩემთვის სულ ერთია ვის ვეჩხუბები

მერაბ დვალიშვილს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა მოსვენების საშუალებას არ აძლევს. უკვე კარგა ხანია გამომწვევი საუბარი მიდის იმაზე, რომ თითქოს მერაბი უმარს გაურბის და მასთან ბრძოლას თავს არიდებს.

ამ თემებთან დაკავშირებით „მანქანამ“ არიელ ჰელვანის გადაცემაში (იუთუბზე) ისაუბრა და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

„ინტერნეტში ბევრი სისულელე იწერება. 2024 წლის დასაწყისში ჰენრი სეჰუდოს ვეჩხუბე. სამი კვირის შემდეგ, წონა ისევ დავაფიქსირე და ომალი ვერას ბრძოლას ვაზღვევდი. შემდეგ იყო სექტემბერი და ბრძოლა ქამარზე. გამოდის, რომ წელს წონა სამჯერ ჩავაბარე. მე რასაც ვუყურებ, სხვა ჩემპიონები დროს დასვენებას უთმობენ და სხვა საქმეებს უთმობენ დროს. მე წელს უკვე ორი ბრძოლა გავმართე, რაც ორგანიზახციისთვის კარგი მაჩვენებელია. 2025-ში კი მსურს სამი ბრძოლა გავმართო.

არ მინდა, რომ დეკემბერში დავბრუნდე. მე ჩემპიონი ვარ და ამ დროს ჩხუბი სისულელე იქნება. შესაძლოა UFC-იმ შონ ომალისთან ბრძოლა ჩამინიშნოს, მე ამას მივიღებ. შეიძლება სხვა მეტოქე შემირჩიონ, მასაც ვეჩხუბები. სხვა ჩემპიონები მეტოქეებს თავად ირჩევენ, მაგრამ მე არ მაქვს პრობლემა, ვისაც მომცემენ მივიღებ.

უმარი? წარმოდგენა არ მაქვს ის ახლა სონგ იადონგს რატომ ეჩხუბება. ერთის მხრივ კარგია, რომ მას კიდევ ერთი ტესტის ჩაბარება მოუწევს. მას ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ ქამრისთვის N1 პრეტენდენტია. მან ბოლო დროს ჩემზე ბევრი ცუდი რამ თქვა. ის ამბობდა, რომ UFC მას საჩემპიონო ბრძოლას აძლევდა, რადგან მთავარი კონტენდერი იყო, თუმცა არ ვიცი თუ ყველაფერი ასეა, როგორც ის ამბობს, მაშინ სონგ იადონგთან რატომ ჩხუბობს? უმარი ჩვენს წონაში ტოპ 15-დან მხოლოდ კორი სენდჰეგენს ეჩხუბა, რომელიც მოჭიდავე არ არის.

ის არის ხაბიბის ბიძაშვილი, გვარად ნურმაგომედოვი, რომელსაც ჯერ წაგება არ აქვს და რა თქმა უნდა UFC მას ეხმარება. ალჯამეინ სტერლინგს თავის დროზე არავინ დახმარებია. ჩემი ისტორიაც კარგად იცით, სანამ სატიტულო ბრძოლას მივიღებდი, იქამდე სამი ჩემპიონი დავამარცხე.

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეჩხუბები. ოპონენტები არასდროს შემირჩევია და ამას არც ახლა გავაკეთებ. ვისაც მომცემენ იმას ვეჩხუბები“.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს ღამით, ილია თოფურია ნახევრადმსუბუქი წონით დივიზიონში თავის საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს და მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაქსი ილიას ხაფანგს უნდა უფრთხილდეს, სხვა შემთხვევაში...“ - მაიკლ ბისპინგის პროგნოზი
„მაქსი ილიას ხაფანგს უნდა უფრთხილდეს, სხვა შემთხვევაში...“ - მაიკლ ბისპინგის პროგნოზი