ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ახალი შეთავაზება მზადაა - რას წერს რომანო კვარას კონტრაქტზე

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებას გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზებს. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

„ნაპოლიმ უკვე მოამზადა ახალი შეთავაზება , რომლის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით წელიწადში ხელზე 5-6 მილიონ ევროზე მეტს აიღებს. უახლოეს კვირებში ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაიმართება“, - წერს რომანო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა „ემპოლისთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ისაუბრა, თუმცა, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე კონტრეტული კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, „წარსულშიც არაერთხელ მომხდარა, რომ „ნაპოლიდან“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები წასულან და კვარას შემთხვევაშიც, თუ ასე მოხდება, გუნდი ამ მდგომარეობას გადალახავს“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ ხელმძღვანელებსა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. Tuttomercatoweb-ის მიხედვით, „პარტენოპეიმ“ ქართველ ფეხბურთელს წლიური 5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ „კვარას“ 8-9 მილიონის მიღება სურს.

ხვიჩას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისის ფრაზა მინიშნებაა - კვარა ნაპოლიდან წავა
დე ლაურენტისის ფრაზა მინიშნებაა - კვარა ნაპოლიდან წავა