ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დე ლაურენტისის განცხადება სიგიჟეა“ | კასანომ კვარასა და ნაპოლიზე ისაუბრა

ანტონიო კასანო აურელიო დე ლაურენტისის განცხადებას გამოეხმაურა. „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და გუნდის დატოვება გადაწყვიტა, „პარტენოპეი“ ამ ფაქტს გადაიტანს.

კასანომ დე ლაურენტისი გააკრიტიკა და თქვა: „კვარაცხელიას ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხზე ნაპოლი ფრთხილად უნდა იყოს და ვიქტორ ოსიმენის შემთხვევის განმეორების რისკი ნამდვილად არსებობს.

დე ლაურენტისის განცხადება სრული სიგიჟეა. მისი ეს ფრაზები წამმზომიანი ბომბია. კვარაცხელია ჯერ კარგად ვერ თამაშობს, მაგრამ 4 გოლი უკვე გაიტანა. ფორმაშია და თავისი ფეხბურთის ჩვენებას აუცილებლად დაიწყებს. მიუღებელია, ასეთი დონის მოთამაშეს უფრო ნაკლები ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე დიეგო დემეს“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ ხელმძღვანელებსა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. Tuttomercatoweb-ის მიხედვით, „პარტენოპეიმ“ ქართველ ფეხბურთელს წლიური 5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ „კვარას“ 8-9 მილიონის მიღება სურს. ხვიჩას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისის განცხადებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს“ - ნაპოლის ექს-მცველი კვარას კონტრაქტზე
„დე ლაურენტისის განცხადებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს“ - ნაპოლის ექს-მცველი კვარას კონტრაქტზე