დიეგო ჩხიკვაძე, გიორგი ჩხიკვაძე
Aa
Aa

U23 მსოფლიო ჩემპიონატი | ოქროს მედლისთვის ორი ქართველი იბრძოლებს!

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ტურნირის ფინალში გასვლა 67 კგ. წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ და 72 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩხიკვაძემ შეძლეს.

დიეგო ჩხიკვაძემ ნახევარფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აგაევი დაამარცხა.

გიორგი ჩხიკვაძემ კი ფინალისთვის ბრძოლაში ყირგიზ ნურლანბეკოვს აჯობა.

დღესვე, ფინალში გასვლის შანსი 60 კგ. წონით კატეგორიაში ფრიდონ აბულაძესაც ჰქონდა, თუმცა, ქართველი ფალავანი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ბამატოვთან დამარცხდა.

ფინალური ბლოკი 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები