გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

მატჩის MVP - გულიაშვილი ფანების რჩეული გახდა

გიორგი გულიაშვილი არაჩვეულებრივ ფორმაშია და უმაღლესი დონის ფეხბურთის ჩვენებას განაგრძობს. 23 წლის ქართველმა შემტევი ტიპის ნახევარმცველმა ამჯერად „ველეჟთან“ საშინაო შეხვედრაში გაიბრწყინა და თავი 1 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა, რაც ძალიან მალე დაუფასდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ, „სარაევოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ტარდება და გულიაშვილმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, რის შემდეგაც საინტერესო კომენტარიც გააკეთა.

გიორგი გულიაშვილი

გულშემატკივრების ასეთი სიყვარული და აღიარება ჩემთვის გახლავთ უდიდესი პატივი და მოტივაცია საიმისოდ, რომ კიდევ უფრო მეტი ვიშრომო. მათ თანადგომას გამუდმებით ვგრძნობ და თითოეული საშინაო მატჩისას ტრიბუნაზე საქართველოს დროშას ვხედავ, რაც დამატებითი იმპულსის მომცემია ჩემთვის.

თუმცა, სიმართლე გითხრათ ახლა ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მთავარი ოცნება ამიხდა და საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ვეცდები ჩემი ქვეყანა ყველას დადებითი კუთხით გავაცნო, ჩემით კი მთლიანად ქართველი ერი ამაყობდეს.

„ველეჟთან“ მატჩი გულიაშვილის უბრალო არ ყოფილა, რადგან ეს მისი ყოფილი გუნდია, სადაც შარშან იჯარის წესით გამოდიოდა. მიმდინარე სეზონში კი საერთო ჯამში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 10 გოლი და 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი რა შეგრძნებაა, როცა არაფერი გაქვს
„ვიცი რა შეგრძნებაა, როცა არაფერი გაქვს" - „მანჩესტერის" ქველმოქმედი ახალწვეული