ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„მაქსი ილიას ხაფანგს უნდა უფრთხილდეს, სხვა შემთხვევაში...“ - მაიკლ ბისპინგის პროგნოზი

UFC-ის ქვემსუბუქი წონაში, ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის საჩემპიონო ბრძოლაზე თავისი პროგნოზი ამავე ორგანიზაციის ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა დააფიქსირა.

რას ამბობს ბისპინგი:

„ვფიქრობ, მაქს ჰოლოუეის ხაფანგი ელოდება. იმის მიუხედავად, რომ მას გამძლეობა უმაღლეს დონეზე აქვს, თოფურიას ხაფანგს უნდა უფრთხილდეს. მაქსმა კარგად იცის როგორ გაძლოს 5 რაუნდი და ვფიქრობ, რომ ეს ფაქტორი საკმაოდ საინტერესო ბრძოლას განაპირობებს. ვგრძნობ, რომ ახლა, 32 წლის ასაკში ჰოლოუეი ისევ ისეთი მომწიფებულია, როგორც წარსულში იყო. მას აქვს საფირმო სტილი, გამოცდილება, რის ხარჯზეც ამ ბრძოლას უფრო ხანგრძლივ საქმედ აქცევს, რაც ილია თოფურიასთან შედარებით უპირატესობას მისცემს“.

„თუმცა, ეს უპირატესობა ჰოლოუეისთვის შესაძლოა მინუსადაც იქცეს. ილია ყოველთვის ცდილობს ხაფანგის დაგებას და ამას ამ ორგანიზაციაში საუკეთესოდ აკეთებს. ის ამბობს: „მოდი, ფეხზე დადექი და ომში წავიდეთ“. მას ჰოლოუეის გათიშვა სურს და თუ მაქსს თამაშში აიყოლიებს, მაშინ თავის მიზანს მიაღწევს. საოცარი ბრძოლა იქნება, რადგან ორივე მებრძოლი წარმოუდგენელი მოკრივეა. მაგრამ ამ ბიჭებს ერთი რამ განასხვავებს, ეს არის ილიას ძალა, რომელიც ყველასგან განსხვავდება... ის ხალხს უბრალოდ აძინებს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის საჩემპიონო ბრძოლა 26 ოქტომბერს UFC 306-ზე აბუ-დაბიში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია აუცილებლად მოიგებს ქამარს მაღალ წონაში, მაგრამ...“ - თოფურიას მწვრთნელი სამომავლო გეგმებზე
„ილია აუცილებლად მოიგებს ქამარს მაღალ წონაში, მაგრამ...“ - თოფურიას მწვრთნელი სამომავლო გეგმებზე