ნეიმარი
Aa
Aa

ერთწლიანი პაუზის შემდეგ - ნეიმარი მოედანს დაუბრუნდა

„ალ-ჰილალის“ ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ალ-აინთან“ (5:3) მოგებულ შეხვედრაში ის მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, რითაც გულშემატკივართა აპლოდისმენტები დაიმსახურა. ნეიმარს ბოლოს ნათამაშები 2023 წლის 19 ოქტომბერს ჰქონდა და ზუსტად ერთწლიანი იძულებითი პაუზა გამოუვიდა.

ასე ადრე ბრაზილიელის დაბრუნებას არ ელოდებოდნენ, რადგან რამდენიმე კვირის წინ „ალ-აჰლის“ პორტუგალიელმა დამრიგებელმა ჟორჟე ჟესუსმა სინანულით აღნიშნა, რომ შესაძლოა სარეაბილიტაციო პროცესი იანვრამდე გაგრძელებულიყო. თუმცა, დეტალური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ რეციდივის მხოლოდ და მხოლოდ მინიმალური ალბათობა არსებობდა, რის გამოც ფიზიოთერაპევტებმა ნეიმარს სრული დატვირთვით ვარჯიშის საშუალება მისცეს.

სანამ საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტდა, ნეიმარი სხვადასხვა დროს „სანტოსის“, „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა. 128 შეხვედრაში გატანილი 79 გოლით კი ის ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი: არავინ არ იმსახურებს ოქროს ბურთს ვინისიუსზე მეტად
ნეიმარი: არავინ არ იმსახურებს ოქროს ბურთს ვინისიუსზე მეტად