„ერთ დღეს შენ და მერაბი აუცილებლად შეხვდებით, მანამდე კი...“ - ალჯომ უმარ ნურმაგომედოვს მიმართა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ახსნა მიზეზები, თუ რატომ არ სურს მერაბ დვალიშვილის ნოემბერში უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა.
რას წერს ალჯო:
უმარი აბსოლუტურად განსხვავებული საბრძოლო სტილის მებრძოლია. თუ მერაბს იდეალური დაბრუნებას აირჩევდა, ის პირველ რიგში დროს დაუთმობდა გამოჯანმრთელებასა და სათანადო კონდიციების აღდგენას, როგორც ამას ჩემპიონების უმეტესობა აკეთებს, ის კი მზადაა, რომ ომალის ნოემბერში შეხვდეს. ბიჭებო, ერთ დღეს თქვენ აუცილებლად შეხვდებით ერთმანეთს რვაკუთხედში.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა შონ ომალის რემატჩი რამდენჯერმე შესთავაზა. „მანქანა“ ამბობს, რომ ნოემბერში ყოფილ ჩემპიონთან საბრძოლველად მზად იქნება, თუმცა, მის გამოწვევას თავად ომალი არ დათანხმდა.
დიდი ალბათობით, მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 2025 წლის თებერვალში, ან მარტში შედგება, მანამდე კი წარმოშობით დაღესტნელი მებრძოლი ნოემბერში ჩინელ სონგ იადონგს დაუპირისპირდება.