ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ცნობილი ანალიტიკური პორტალის Sofascore-ის ვერსიით, კიტეიშვილმა „გრაცერთან“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 5:2 მოიგო, 8.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც სიმბოლურ გუნდში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.

ქართველმა ნახევარმცველმა „გრაცერის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და ნახევარმცველებს შორის, მე-10 ტურში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით უვკე მე-5 გოლი გაიტანა და ამასთან, ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები