ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„დე ლაურენტისის განცხადებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს“ - ნაპოლის ექს-მცველი კვარას კონტრაქტზე

„ნაპოლის“ ყოფილმა მცველმა, ფაბიანო სანტაკროჩემ ნეაპოლური რადიო Marte-ს ეთერში აურელიო დე ლაურენტისის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც „ნაპოლის“ პრეზიდენტმა ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით გააკეთა.

რას ამბობს სანტაკროჩე:

„კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები უკვე ძალიან მაღიზიანებს, თუნდაც პრეზიდენტის კომენტარის შემდეგ, რომელიც ზოგჯერ, ძალიან ბევრს ლაპარაკობს. აურელიო დე ლაურენტისმა პროცესებს სწორი შეფასება მისცა, მაგრამ მისმა კომენტარმა შესაძლოა, ფეხბურთელის გარემოცვა აიძულოს, რომ მოლაპარაკებების პროცესში აზრი შეიცვალოს და პირიქით, დარჩენის მაგივრად გუნდიდან წავიდეს. ამან შესაძლოა, მოთამაშის ფსიქიკური მდგრადობა შეარყიოს იმის ფონზე, როდესაც პრეზიდენტი გეუბნება - „თუ წახვალ, ამით არაფერი დაშავდება და ამას შევეგუებით“. დარწმუნებული ვარ, თავად კონტე ამ სიტუაციით ბედნიერი არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ემპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიასთან კომენტარის დროს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ქართველი შემტევი კლუბს დატოვებს, „ნაპოლი“ ამ ფაქტს გადაიტანს.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ქართველმა შემტევმა ბოლო ტურში, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 მოიგო, თერთმეტმეტრიანი გაიტანა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველ ტაიმში ცუდად ითამაშა, მეორეში კი...“ - კონტე კვარაზე და ემპოლისთან გამარჯვებაზე
„პირველ ტაიმში ცუდად ითამაშა, მეორეში კი...“ - კონტე კვარაზე და ემპოლისთან გამარჯვებაზე