გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გულიაშვილი იტალიაში? - სერია A-ს კლუბი ქართველი ფეხბურთელით დაინტერესდა

TUTTOmercatoWEB-ის ინფორმაციით, იტალიური „ბოლონია’’ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევით, გიორგი გულიაშვილით დაინტერესდა. შესაძლოა, ინტერესს გაგრძელება მოჰყვეს და უახლოეს კვირებში იტალიურმა კლუბმა „სარაევოს’’ ოფიციალური წინადადებით მიმართოს.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი „სარაევოში'' ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, ამ სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 9 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე პასია. გარდა ამისა, ზაფხულში კონფერენს ლიგაზე „აქტობეს'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა. მოკლედ, გულიაშვილის შესანიშნავ თამაშს ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა სადებიუტო მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

ფეხბურთელს, რომელსაც ფაქტობრივად შეტევის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, „სარაევოსთან'' კონტრაქტი 2026 წლის 31 მაისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები