თბილისის დინამო, ტჯიპე კარუუმბე
Aa
Aa

ნამიბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თბილისის დინამოში ჩაირიცხა

საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოში’’ ნამიბიის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ტჯიპე კარუუმბე ჩაირიცხა. ინფორმაცია სამენეჯერო კომპანია Futuro Stars Agent Group-მა გაავრცელა. ფეხბურთელს აღნიშნული სააგენტო წარმოადგენს.

ფეხბურთელმა თბილისის „დინამო 2’’-ში სადებიუტო მატჩი 18 ოქტომბერს ჩაატარა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურში თბილისური გუნდი შინ ხობის „კოლხეთთან’’ 0:1 დამარცხდა. ნამიბიელი ფეხბურთელი სასტარტოში იყო, მეორე ტაიმში არ უთამაშია.

23 წლის ფეხბურთელმა ნამიბიის ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლია ლიბერიასთან.

ნამიბიური კლუბების გარდა 2022-23 წლების სეზონში ჩეხეთის რანგით მესამე ლიგაში ვლატინის „ლოკოში'' 1 მატჩი ჩაატარა, შემდეგ ნამიბიაში დაბრუნდა, ახლა კი თბილისურ კლუბში ჩაირიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები