„2 თვეში უკვე მზად ვიქნებოდი“ - ტოტი კარიერის შესაძლო განახლებაზე
„რომას“ ყოფილმა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ კარიერის შესაძლო განახლებაზე ილაპარაკა. 48 წლის იტალიელს ბოლო სეზონი 2017 წელს ჰქონდა.
ტოტი ირწმუნება, რომ 2-3 თვე ვარჯიშის შემდეგ, ის მოედანზე დასაბრუნებლად მზად იქნება.
„არასდროს თქვა არასოდეს. წარსულში ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ფეხბურთელები მოედანზე რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდნენ. სერია A-ში რომ ითამაშო, კარგად უნდა ივარჯიშო. რამდენიმე გუნდი ჩემით დაინტერესდა. ეს ერთი თვის წინ მოხდა. ვაღიარებ, ამან დამაფიქრა“, - თქვა ტოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული იტალიელი „ჯალოროსიში“ 1992 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ასპარეზობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფრანჩესკომ „რომას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 785-ჯერ მოირგო, 307 გოლი გაიტანა და 185 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, ტოტიმ „რომასთან“ ერთად 2001 წელს სერია A მოიგო. 2006/2007 და 2007/2008 წლებში ფრანჩესკო კოპა იტალიის გამარჯვებულიც გახდა. იტალიის სუპერ თასი კი 2001 და 2008 წელს მოიგო.