კახა კაჭარავა
Aa
Aa

„შუშაკის და უჰრინის გარდა, აქ უცხოელმა ვერ გაამართლა“ - კაჭარავა ქართულ ფეხბურთზე

მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ყოფნისას, კახა კაჭარავას სადაც უმუშავია, თითქმის ყველგან ხელშესახები შედეგი ჰქონდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია ის უმუშევარია და სათანადო შეთავაზებებს ელოდება. მართალია საყვარელ საქმეში ჯერჯერობით პაუზა აქვს აღებული, თუმცა ქართულ როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო ფეხბურთს თვალყურს აქტიურად ადევნებს და აბსოლუტურად ყველაზე თემაზე ჩამოყალიბებული მოსაზრება აქვს. Crystalsport-თან საუბარი კაჭარავამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დაიწყო.

კახა კაჭარავა

ბუნებრივია სამწვრთნელო საქმიანობის განახლება ძალიან მინდა, თუმცა რატომღაც ახლა საქართველოში უპირატესობას თითქმის ყველა კლუბი უცხოელ სპეციალისტს ანიჭებს. არადა, რეალურად რომ შევხედოთ, ივო შუშაკისა და დუშან უჰრინის გარდა, აქ ჩამოსულ არც ერთ უცხოელს გაცემული ავანსები არ გაუმართლებია.

შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი შემეკამათოს და დამისახელოს მწვრთნელები, რომელთაც ქართულ კლუბებს ტიტულები მოაგებინეს, მაგრამ არა მგონია, გუნდის პრეზიდენტებს უცხოელები თავის დროზე აქ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობისთვის ჩამოეყვანათ.

ნიკა კაჭარავა რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრების წევრი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ტრავმების გამო, ჩემს შვილს ბოლო წლებში სერიოზული პრობლემები შეექმნა. ყველაფერი „ლეხში“ თამაშისას დაიწყო, როდესაც „ბენფიკასთან“ შეხვედრაში სერიოზულად დაშავდა.

ამის შემდეგ იყო სამხრეთ კორეა და ლიეტუვა, სადაც ძირითადად ხელოვნურსაფარიანი მოედნებია და ტრავმის რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, ყოველი მეორე ტურის გამოტოვება უწევდა. ახლა კვიპროსის მეორე ლიგაში გამოდის, მისმა გუნდმა ბოლო ტურში 4:1 მოიგო და ნიკამ გოლიც გაიტანა. იმედია, ფორმაში შევა და ყველას თავს კიდევ ერთხელ შეახსენებს.

რაც შეეხება ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს, იმის გამო რომ უკრაინელებს ბევრი მოთამაშე აკლდა, მომეჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ზედმეტად თავდაჯერებული იყო, რამაც ცუდი სამსახური გაგვიწია. პირადად ჩემთვის როგორც პოზნანში, ასევე თბილისში გამართულ მატჩებში, გამორჩეული ოთარ კიტეიშვილი გახლდათ.

კაჭარავა სხვადასხვა პერიოდში „დინამო თბილისის“, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების, „ზესტაფონის“, ცხინვალის „სპარტაკისა“ და „სამტრედიის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ფეხბურთელობისას კი საქართველოს ნაკრების რიგებში გამართულ 3 მატჩში 2 გოლით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაჭარავა ხვიჩაზე: „პროფესიონალია და არასდროს ნებდება“
კაჭარავა ხვიჩაზე: „პროფესიონალია და არასდროს ნებდება“