ვირჯილ ვან დეიკი
Aa
Aa

ვან დაიკი ლივერპულში რჩება? - რას ამბობს ფეხბურთელი

„ლივერპულის“ კაპიტნის, ვირჯილ ვან დაიკის განცხადებით, ახალი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი მერსისაიდულ გრანდს 2018 წელს შეუერთდა და მისი მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.

მოლაპარაკებები გრძელდება. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. მე მთლიანად „ლივერპულზე“ ვარ ფოკუსირებული. მინდა მოვიგო თამაშები, რომლებიც წინ გვაქვს. რას მოიტანს მომავალი, არ ვიცი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ განხილვა დაწყებულია“, - თქვა 33 წლის ვან დაიკმა.

„ლივერპულმა“ ცენტრალური ნახევარმცველი 75 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ, „საუთჰემპტონიდან“ იყიდა. მას შემდეგ, მან „ენფილდზე“ პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი და საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ვან დაიკმა 280 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვან დაიკი: ეს ძალიან მტკივნეულია, ბოდიში...
ვან დაიკი: ეს ძალიან მტკივნეულია, ბოდიში...