ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

თოფურია: „დაღესტნელებს კარგად ვიცნობ, მახაჩევს დავამარცხებ“

მაქს ჰოლოუეისთან გასამართ ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, ილია თოფურია ერთ-ერთი ესპანური Youtube-არხის, KOlmenero-ს სტუმარი გახლდათ, სადაც UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა მოახლოებულ შეხვედრაზე უფრო მეტად, ისლამ მახაჩევთან შესაძლო დაპირისპირებასა და საკუთარ უპირატესობებზე ისაუბრა.

ილია თოფურია

ისლამმა იცის, რომ მე ისეთი პროგრამით ვემზადები და ისეთი სავარჯიშო სტილის მიმდევარი ვარ, რომლითაც მისი დამარცხება ნებისმიერ დროს, ნებისმირ ადგილას შემიძლია.

ბავშვობაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საკმაოდ ბევრ ტურნირში მიმიღია მონაწილეობა, სადაც უამრავი დაღესტნელი სპორტსმენი ასპარეზობდა და აქაური წარმომავლობის ადამიანების ხასიათი მაშინ შევისწავლე.

ზუსტად ვიცი, ბრძოლის დროს დაღესტნელები რაზე ფიქრობენ, რა ანერვიულებთ. რაში არიან ძლიერები და რომელ ასპექტში სუსტები. მათ საკმაოდ მდიდარი საბრძოლო ტექნიკური არსენალი გააჩნიათ, მაგრამ თუ მოინდომებ, მინუსს ნებისმიერ მეტოქეს მოუძებნი.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს პირველად მომავალ შაბათს, მაქს ჰოლუეისთან ბრძოლაში დაიცავს. ისლამ მახაჩევმა UFC-ში გამართულ ბოლო სამ დაპირისპირებაში ჩარლზ ოლივეირა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დასტინ პურიე დაამარცხა, რითაც საჩემპიონო ქამარი სამჯერ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„5-რაუნდიანი ომისთვის უნდა იყო მზად“ | ვოლკი დარწმუნებულია, რომ ჰოლოუეი ილიას მოუგებს
„5-რაუნდიანი ომისთვის უნდა იყო მზად“ | ვოლკი დარწმუნებულია, რომ ჰოლოუეი ილიას მოუგებს