გიორგი ლორია
Aa
Aa

ტრავმის გამო შეცვალეს - შესაძლოა, ლორიამ სანაკრებო პაუზა გამოტოვოს

კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში არადიპუს „ომონია’’ შინ აპოელ-თან 0:5 დამარცხდა. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, 0:3-ზე მასპინძელთა ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც შემდეგ შეხვედრას „აპოლონთან’’ გამოტოვებს. გაშვებულ გოლებში ლორიას ვერ დავადანაშაულებთ, გუნდის დაცვის ხაზი არადამაჯერებელი იყო.

შესაძლოა, ლორიამ ნოემბრის სანაკრებო პაუზა გამოტოვოს. ასეთ შემთხვევაში საინტერესოა ვილი სანიოლი გიორგი მამარდაშვილისა და ლუკა გუგეშაშვილის გარდა რომელ მეკარეს მიიწვევს.

ლორია არადიპუს „ომონიაში’’ გასულ ზაფხულში გადავიდა და გუნდის კაპიტანი გახდა, ამ სეზონში 38 წლის მეკარემ გუნდს ყველა მატჩში (7 ტური გაიმართა) უკაპიტნა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს კვიპროსზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, 2019-23 წლებში „ანორთოსისის’’ პირველი მეკარე იყო, 2023 წლის ზაფხულში ერთი წლით თბილისის „დინამოში’’ დაბრუნდა, გასულ ზაფხულში კი კუნძულს დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები