ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„ჯუღელი ემპოლიში იმყოფებოდა“ - იტალიური მედია კვარას კონტრაქტის დეტალებზე წერს

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი და კონტრაქტის გახანგრძლივება იტალიურ მედიაში კვლავ ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება.

ამ თემაზე ამჯერად Gazzetta dello Sport-მა გაამახვილა ყურადღება, რომლის ცნობით, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში იმყოფებოდა.

რას წერს Gazzetta dello Sport:

„ხვიჩას გარემოცვასა და კლუბს შორის შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში დანიშნა. კერძოდ კი, ის „ნაოპოლის“ 2 მატჩს (29 ოქტომბერი და 10 ნოემბერი) შორის პერიოდში გაიმართება, თუმცა კონტრაქტთან დაკავშირებით კვლავ გაურკვევლობაა“.

„კვარა ხელფასის ზრდას, არაჩვეულებრივი სეზონის ჩატარებისთანავე ელოდებოდა, რომელმაც „ნაპოლი“ ჩემპიონობამდე მიიყვანა და ახლა, როდესაც კონტრაქტის გაფორმებიდან მესამე წელი დაიწყო და ის სეზონზე 2 მილიონ ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებს, როგორც ჩანს, მისმა გარემოცვამ გადაწყვიტა, დაკარგული დრო აინაზღაუროს“.

„კვარას მხარის ბოლო მოთხოვნა 8 მილიონი ევრო, ასევე ბონუსებია. მისი აგენტი, მამუკა ჯუღელი ემპოლიში იმყოფებოდა, რათა მატჩს დასწრებოდა, შემდეგ კი მილანში გაემგზავრა, სადაც მხარეებს შორის ბოლო შეხვედრა გაიმართება“.

„ფაქტია, რომ ჯუღელი არის საკვანძო ფიგურა ამ საქმეში. ის არის ადამიანი, რომელმაც ზაფხულში დე ლაურენტისს უთხრა, რომ პსჟ კვარას სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონს გადაიხდიდა, ფეხბურთელს კი წელიწადში 11 მილიონ ევროს დაჰპირდა. ეს არის გიჟური ციფრი, რომელმაც კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი ჩიხში შეიყვანა და რაც მოლაპარაკებებს ხელს უშლის. მხარეებს შორის ჯერ კიდევ დისტანცია ნარჩუნდება, თუმცა ისინი ხვდებიან, რომ აუცილებელია ნებისმიერი ვარიანტის განხილვა, მათ შორის, კლუბის დატოვების“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა „ემპოლისთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ისაუბრა, თუმცა, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე კონტრეტული კომენტარი არ გაუკეთებია.

კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება? ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებიან, „ნაპოლიში“ დარჩებიან. რა მოხდება თუ წავა? წარსულშიც არაერთხელ მომხდარა, რომ გუნდიდან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები წასულან და ამ შემთხვევაშიც, თუ ასე მოხდება, ამ მდგომარეობას გადავლახავთ. მაგრამ მანამდე, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩვენ უნდა ვცეთ ფეხბურთელებს პატივი, ისე პირიქით, კლუბსაც უნდა სცენ პატივი“, - თქვა დე ლაურენტისმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ წავა, ამ მდგომარეობას გადავლახავთ“ - დე ლაურენტისი კვარას კონტრაქტზე
„თუ წავა, ამ მდგომარეობას გადავლახავთ“ - დე ლაურენტისი კვარას კონტრაქტზე